“მე მისი დახმარება მსურს” – მაურისიო პოჩეტინო დელე ალიზე
როგორც მოგეხსენებათ, “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოა. მაურისიომ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა და ოფიციალურად მუშაობას გასულ კვირას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის ეს “ჩელსი” პირველი ლონდონური კლუბი არ არის. მას აქამდე “ტოტენჰემშიც” უმუშავია, სადაც 5 წელი გაატარა. ამ გუნდში არგენტინელ თავკაცს არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის ერთ-ერთია დელე ალიც, […]
მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ჩაიბარა 51 წლის სპეციალისტმა მედიასთან პირველად ისაუბრა. მისი თქმით, ის კმაყოფილია, რომ ამ კლუბში მოუწევს მუშაობა. “ჩელსის” შემოთავაზებაზე დათანხმება ძალიან ადვილი იყო. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ისე ვითამაშებთ, რო, ფანებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ. “ჩელსის” ისტორია გამარჯვებას და ყოველთვის სათავეში ყოფნას უკავშირედება. ჩავარდნები არ უნდა გვქონდეს. ბოლო 10, 12, 15 […]
პოჩეტინო: საუკეთესო ვარიანტი ჩელსისთვის
“ტოტენჰემთან” ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო “ნისლიან ალბიონს” მწვრთნელის რანგში პირველად უბრუნდება. მცირე მიმოხილვით დავიწყოთ: მიმდინარე სეზონში, “ჩელსიმ” ოთხი (!!!) მწვრთნელი გამოიცვალა. სტარტზევე, სრულიად მოულოდნელად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ტომას ტუხელმა დატოვა. იგი გრაჰამ პოტერმა ჩაანაცვლა, რომელსაც ზურგს “ბრაიტონის” შესანიშნავი გამოცდილება უმაგრებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა “არისტოკრატებში” ვერ გაამართლა. ბრუნო სალტორმა გუნდი მოედანზე მწვრთნელის რანგში მხოლოდ […]
ოფიციალურად – მაურისიო პოჩეტინო ჩელსის მთავარი მწვრთნელია
51 წლის არგენტინელმა მწვრთნელმა – მაურისიო პოჩეტინომ “ჩელსი” ოფიციალურად ჩაიაბარა. ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა თავად დაადასტურა. არგენტინელი საქმიანობას ოფიციალურად 2023 წლის 1 ივლისიდან შეუდგება და კლუბში 2026 წლის ჩათვლით დარჩება. პოჩეტინოს წლების განამვლობაში არაერთ საფეხბურთო გრანდში უმუშავია: 2009-2012 წლები – “ესპანიოლი” 2013-2014 წლები – “საუთჰემპტონი” 2014-2019 წლები – “ტოტენჰემი” 2021-2022 წლები – “პსჟ”
პოჩეტინომ ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი გააფორმა
მაურისიო პოჩეტინო ლონდონის ,,ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, არგენტინელმა სპეციალისტმა ,,არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება. პოჩეტინო ბოლოს ,,პარი სენ ჟერმენში” მუშაობდა, საიდანაც 2022 წლის ზაფხულში დაითხოვეს. მანამდე 51 წლის სპეციალისტი ,,ტოტენჰემს”, ,,საუთჰემპტონსა” და ,,ესპანიოლს” წვრთნიდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურის წინ ,,ჩელსის” 43 […]
პოჩეტინოსა და ჩელსის შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსისა” და მაურისიო პოჩეტინოს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება. ჟურნალისტის თქმით, ბოლო პოზიტიური ნაბიჯები ბოლო 24 საათში გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით პოჩეტინო “ჩელსის” ჩაიბარებს. ამჟამად, “არისტოკრატებს” სათავეში ფრენკ ლამპარდი უდგას, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სეზონის ბოლომდე იქნება. შეგახსენებთ, […]
პოჩეტინო მესიზე: ,,მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელია, ბურთი მას უნდა მისცეთ, პსჟ-ში ეს გვაკლდა”
არგენტინელმა სპეციალისტმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლეო მესისთან ერთად მუშაობაზე ისაუბრა: ,,ეს მარადონას გვერდით თამაშის შეგრძნებას ჰგავს. მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი შემოვიდა, ამიტომ ბურთი მას უნდა მისცეთ. ეს ,,პსჟ-ში” გვაკლდა, განსაკუთრებით პირველ სეზონში. როცა ბურთს მესი მიიღებს, თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, რადგან ის ყველაფერს თავად გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია, მასთან მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. მაშინ […]
ჩელსიმ თომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა
აღნიშნულ ინფრომაციას გავლენიანი სპორტული გამოცემა B/R Football ავრცელებს. გერმანელი სპეციალისტის გათავისუფლების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ტუხელმა “ჩელსისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. გავრცელებული ჭორების თანახმად, ლონდონელები მის ჩანაცვლებას მაურისიო პოჩეტინოთი აპირებენ. არგენტინელი სპეციალისტი ამჟამად უგუნდოდაა. ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასაწყისი ლონდონელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ პირველი შეხვედრა ხორვატიაში “ზაგრების” წინააღმდეგ გამართეს და 1:0 […]
ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 18 თვის შემდეგ, პოჩეტინოს ახალი სამსახურის მოძებნა მოუწევს. ფრანგულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სურს. არგენტინელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანიც სახელდებოდა. პოჩეტინომ “პსჟ” გასული წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1, […]
პარი სენ ჟერმენმა გალტიესთან კონტრაქტი შეათანხმა
“პსჟ-ს” ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს ჩაანაცვლებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, სპეციალისტის დანიშვნას პარიზული კლუბი ოფიციალურად 4 ან 5 ივლისს დაადასტურებს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, თუმცა ხელშეკრულება თანამშრომლობის გაგრძელების პუნქტს არ მოიცავს. ფრანგულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სურს. არგენტინელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანიც […]
უკვე მესამედ – ერნესტო ვალვერდემ ბილბაოს ატლეტიკი ჩაიბარა
2.5 წლიანი შესვენების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა – “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბილბაოს “ატლეტიკი” კარიერაში მესამედ ჩაიბარა. ვალვერდე “ატლეტიკს” 2003-2005 და 2013-17 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში, გუნდმა 306 შეხვედრა გამართა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელობით, “ატლეტიკმა” 31-წლიანი უტიტულო სერია 2015 წელს, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ერთ დროს ბილბაოში ფეხბურთს […]
საუთგეიტს პრობლემები აქვს
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი შედეგის შემდეგ, ფანები აქტიურად ითხოვენ საუთგეიტის წასვლას. ერთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, “მოლენიუზე”, ინგლისმა ვერ შეძლო იტალიის დაცვის გარღვევა და მატჩი 0:0 დასრულდა. საუთგეიტის პრობლემებს ისიც ემატება, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში, მის გუნდს, გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია. ინგლისს ჯგუფში იტალია, უნგრეთი და გერმანია ჰყავს. “სამი ლომი” ყველას ჩამორჩება […]