ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. აჭარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონტრაქტი გუნდსა და გიული მანჯგალაძეს, მალხაზ გაგოშიძეს, გიორგი ნიქაბაძეს, ლაშა შინდაგორიძეს, ვაკო თევდორაძესა და ავსტრიელ ლეგიონერ, ლუკაშ გროცურეკმა დატოვა. სტეფან დენკოვიჩი 2022 წლის სეზონისთვის, გია გეგუჩაძის გუნდს დიდი ალბათობით გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი და “დინამო თბილისიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული მილან რადინი […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ორი ლეგიონერი დაიმატა
დინამო ბათუმის ოფიციალურმა გვერდმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და გულშემატკივარს ორი ახალი ფეხბურთელი წარუდგინა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ორი ლეგიონერი, სერბი მილან რადინი და ამავე ქვეყანაში დაბადებული, მონტენეგროს მოქალაქე სტაფან დენკოვიჩი დაიმატა. მილან რადინს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე იცნობს. მან 2021 წლის სეზონი “დინამო თბილისში” გაატარა და ის, რომ გუნდმა ჩემპიონატში მეორე აგილი დაიკავა, […]
ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]
ახალი ფორმა და 6 ახალი ფეხბურთელი – მოქმედი ჩემპიონი ძლიერდება
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” 2022 წის სეზონისთვის მზადებას იწყებდა და კლუბმა წლის პირველი ტრანსფერებიც გამოაცხადა – გუნდში ორი ლეგიონერი, სერბი, მილან რადინი და მონტენეგროელი, სტეფან დენკოვიჩი მივიდნენ. მოგვიანებით, აჭარულმა კლუბმა ოთხი ქართველი ფეხბურთელის დამატებაც დაადასტურა, რაზეც ქართულ მედიაში ბოლო დროს ბევრი იწერებოდა. გუნდს გორის “დილას” ყოფილი და ერონული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი […]
ეროვნული ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მე-14 ტური გამორჩეული იმით გამოდგა, რომ ფრედ არცერთი შეხვედრა დასრულებულა და ხუთმა გუნდმა აქტივში 3 ქულის ჩაწერა მოახერხა. მეთოთხმეტე სათამაშო კვირა უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებულ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა და მაში წყალტუბოს “სამგურალმა” ქობულეთის “შუქურას” სერგო კუხიანიძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით – 1:0 აჯობა. ანალოგიური ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა […]
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითადი შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე (კ), ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი – ბენჟამინ ტეიდი, სანდრო ალთუნაშვილი – ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ზურიკო […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
მილან რადინის გოლი ნეფთჩის კარში | VIDEO
დინამოს სერბული კომბინაცია: მარუშიჩის გადაცემა და რადინის გოლი | VIDEO
“ვიცოდით, რომ დიდი ცვლილებების დრო დგებოდა” – რადინი და მარუშიჩი სერბეთის ნაკრების წარმატებას აფასებენ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში, სერბეთმა პორტუგალია სტუმრად – 2:1 დაამარცხა, თანაც, გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დრამატული მატჩის შემდეგ, Live.ge საქართველოში მოთამაშე სერბ ლეგიონერებს, “დინამო თბილისის” ნახევარმცველს, მილან რადინს და თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს ესაუბრა, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს წარმატების და პირველი ემოციების […]