დინამო ბათუმი დინამო თბილისის სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს იმატებს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო ბათუმი” ახალი სეზონისთვის ტრანსფერებს აქტიურად იწყებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარული კლუბი 2021 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ირაკლი ბიძინაშვილს დაიმატებდა, ახლა კი დიდი ალბათობით, შავიზღვისპირელები უშუალო კონკურენტის გამორჩეულ მოთამაშესაც დაიმატებენ. საუბარი “დინამო თბილისის” ნახევარმცველზე, მილან რადინზე გვაქვს, რომელიც წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და როგორც […]
მილან რადინის გოლი ნეფთჩის კარში | VIDEO
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
დინამოში ცვლილებები იწყება – თბილისურ კლუბს ორი ფეხბურთელი ტოვებს
მას მერე, რაც “დინამო თბილისმა” ეროვნული ლიგის ტიტული “დინამო ბათუმს” გადააბარა, ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გუნდში საკმაოდ დიდი ცვლილებები დაანონსა. როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უახლოეს პერიოდში სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და ქართველი შემტევი, ნოდარ ქავთარაძე დატოვებენ, თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულდება და 18-გზის ჩემპიონი სხვა ადგილობრივ […]
“ვიცოდით, რომ დიდი ცვლილებების დრო დგებოდა” – რადინი და მარუშიჩი სერბეთის ნაკრების წარმატებას აფასებენ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში, სერბეთმა პორტუგალია სტუმრად – 2:1 დაამარცხა, თანაც, გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დრამატული მატჩის შემდეგ, Live.ge საქართველოში მოთამაშე სერბ ლეგიონერებს, “დინამო თბილისის” ნახევარმცველს, მილან რადინს და თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს ესაუბრა, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს წარმატების და პირველი ემოციების […]
ტრანსფერი – დინამო თბილისში სერბი ნახევარმცველი ითამაშებს
“დინამო თბილისი” ახალი სეზონის დაწყებისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გუნდი კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მილან რადინი ამიერიდან დედაქალაქელთა მაისურს მოირგებს. როგორც ცნობილია, გამოცდილმა სერბმა “დინამო თბილისთან” 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გეტყვით, რომ მილანი ბოლოს სამშობლოში, სერბეთის სუპერ ლიგაში, “ინჯიიას” რიგებში თამაშობდა. რადინმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს სხვადასხვა დროს […]
ახალი ფორმა და 6 ახალი ფეხბურთელი – მოქმედი ჩემპიონი ძლიერდება
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” 2022 წის სეზონისთვის მზადებას იწყებდა და კლუბმა წლის პირველი ტრანსფერებიც გამოაცხადა – გუნდში ორი ლეგიონერი, სერბი, მილან რადინი და მონტენეგროელი, სტეფან დენკოვიჩი მივიდნენ. მოგვიანებით, აჭარულმა კლუბმა ოთხი ქართველი ფეხბურთელის დამატებაც დაადასტურა, რაზეც ქართულ მედიაში ბოლო დროს ბევრი იწერებოდა. გუნდს გორის “დილას” ყოფილი და ერონული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ორი ლეგიონერი დაიმატა
დინამო ბათუმის ოფიციალურმა გვერდმა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და გულშემატკივარს ორი ახალი ფეხბურთელი წარუდგინა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ორი ლეგიონერი, სერბი მილან რადინი და ამავე ქვეყანაში დაბადებული, მონტენეგროს მოქალაქე სტაფან დენკოვიჩი დაიმატა. მილან რადინს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე იცნობს. მან 2021 წლის სეზონი “დინამო თბილისში” გაატარა და ის, რომ გუნდმა ჩემპიონატში მეორე აგილი დაიკავა, […]
დინამოს სერბული კომბინაცია: მარუშიჩის გადაცემა და რადინის გოლი | VIDEO
ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]