2019 წლის შეჯამება: ოთარ კიტეიშვილი
“გახარებული ვარ კიტეიშვილის წინსვლით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ახალბედა, რომელსაც გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს. შემადგენლობაში 11 კიტეიშვილი რომ მყავდეს, მშვიდად ვიქნებოდი” – ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის. სლოვაკი სპეციალისტი და არა მხოლოდ ის, 23 წლის ფეხბურთელის პროგრესით აღფრთოვანებულია. თუ 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთა შორის რომელიმე ფეხბურთელის ადგილი მოიძებნება, ეს სწორედ […]
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]
ოთარ კიტეიშვილი: “ქართველები მსოფლიო დონის ტალანტები არიან და სანაკრებო წარმატების კარგი შანსი გვაქვს”
ავსტრიულმა გამოცემა krone-მ საქართველოს ნაკრების და გრაცის “შტურმის” გამთამაშებელთან, ოთარ კიტეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა განვლილი სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “ქართველი ფლეიმეიკერი ოთარ კიტეიშვილი თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ ახლა უკვე სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება. სეზონის დასასრული ახლოვდება, ბევრი ფეხბურთელი ძალებს წურავს, ოთარ კიტეიშვილი კი არა, რომელიც ფინალში გამარჯვების დროს დახარჯული ენერგიის შემდეგაც კი ყველა […]
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩამდე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. “შტურმის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ის 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება, ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიასთან ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ოთარმა ბოლო 3 თვეში მე-3 დაზიანება მიიღო. […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – ახალგაზრდა შემტევი ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სასიხარულო სიახლე გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთის წინააღმდეგ დაეხმარება. ყაზანის “რუბინის” 20 წლის შემტევი შვედეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ვილი სანიოლმა მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო. […]
საქართველოს ნაკრების სამივე გოლი ჩრდილოეთ მაკედონიასთან | VIDEO
საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი (საუკეთესო 17-წლამდე ფეხბურთელი): ლუკა გაგნიძე (“დინამო თბილისი). ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი (საუკეთესო 19-წლამდე ფეხბურთელი): გიორგი გულიაშვილი (“საბურთალო”). საუკეთესო მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი. ქალთა ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე. საუკეთესო ქალი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში: ხატია ჭყონია. ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი: […]
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა და მეორე გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ მატჩი შეაფასა და პირველი ემოციებიც გაამჟღავნა. “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს […]
ოთარ კიტეიშვილი: “ივნისის მატჩებს ოპტიმალური შემადგენლობით და ნაკრებში კარგი გარემოთი ვხვდებით”
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 25 ფეხბურთელის მონაწილეობით ივარჯიშა, გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა. “როგორც ყოველთვის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. რა თქმა უნდა, დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით […]
კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა “აუსტრიასთან” მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. Sofascore-ის თანახმად, ოთარის პერფომანსი გასული მატჩში 9,1 ქულით შეფასდა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა “სტ. პოლტენის” მარცხენა მცველთან ერთად ტურში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კიტეიშვილის დუბლი “აუსტრიასთან”: მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 6 მატჩში […]
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ჩასატარებელ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი კოსოვოსთან შეხვედრის პირველ წუთებზე მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, […]