ფიფა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, მის მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან რუსეთის მოკვეთას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფიფა რუსეთის დისკვალიფიკაციის შესახებ უეფასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. თუ დისკვალიფიკაცია დადასტურდება, სასჯელი რუსეთის ყველა საფეხბურთო ნაკრებს შეეხება. FIFA set to suspend Russia from internationals – source https://t.co/6AaxLomx2J pic.twitter.com/rbwd64fl0j — Reuters (@Reuters) February […]
წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 12-დან 22 დეკემბრის ჩათვლით საუდის არაბეთის ქალაქი – ჯიდა უმასპინძლებს. ფიფამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა. უკვე ცნობილია იმ ექვსი გუნდის ვინაობა (7 მონაწილიდან), რომლებიც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ – ,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), ,,ურავა რედსი” (იაპონია), ,,ალ აჰლი” (ეგვიპტე), ,,ლეონი” (მექსიკა), ,,ოკლენდ სიტი” (ახალი ზელანდია), ,,ალ იტიჰადი” (საუდის არაბეთი). ამ ექვს გუნდს […]
მსოფლიოს ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ – არსენ ვენგერი საინტერესო ინიციატივით გამოდის
ლონდონის “არსენალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი საინტერესო წინადადებით გამოდის. გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებას და მთავარი სანაკრებო ფორუმის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების ინიციატივას აყენებს. ვენგერის წინადადება საკლუბო სეზონის გაზაფხული – შემოდგომის ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გათამაშებების მარტის თვეში დაწყებას და ნოემბერში დასრულებას გულისხმობს. 2019 წლის ნოემბერში FIFA-ს გლობალური საფეხბურთო განვითარების […]
რუსეთმა ფიფასა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფიფასა და უეფას გადაწყვეტილებები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. საუბარია სანქციაზე, რომლის თანახმადაც რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ ასეთი გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღეს. მანამდე პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებებმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას მიმართეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საფლეიოფო მატჩში […]
“ყოველგვარ დისკრიმინაციას ვგმობთ” – ფიფამ ტრამპს უპასუხა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩების ყურებას აღარ აპირებს. აშშ-ს პირველმა პირმა ასეთი გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჰიმნის დროს, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით დაჩოქება დაუშვა. “FIFA მტკიცედ ემხრობა ტოლერანტობას, ურთიერთპატივისცემასა და საღი აზრის გავრცელებას. როცა ასეთი მწვავე მდგომარეობაა მსოფლიოში, ფიფა ნულოვან […]
განხეთქილება ევროპის სუპერ ლიგაში: კლუბების ნაწილმა ტურნირში მონაწილეობა გადაიფიქრა
ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეამ მოიცვა. ახალი ტურნირის შექმნის იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა კლუბების, ეროვნული ფედერაციების, ქომაგთა არმიის, მედიის, ვეტერანი თუ მოქმედი საფეხბურთო მოღვაწეების დიდი ნაწილი, ახალ პროექტს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე მხარს უჭერს. ამ ყველაფრის ფონზე, სულ ცოტა ხნის წინ, ევროპულმა მედია საშუალებებმა ჯერჯერობით დაუდასტურებელი, თუმცა საკმაოდ […]
ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშო დროის 100 წუთამდე გაზრდას აპირებს
2022 წლის ნოემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, FIFA სათამაშო დროის 100 წუთამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აღნიშნული საკითხის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ სპორტის ამ სახოებაში სუფთა სათამაშო დრომ, ანუ იმ ეპიზოდებმა, როცა ბურთი თამაშშია და იგი სხვადასხვა მიზეზით არ ჩერდება, საგრძნობლად იკლო. სათამაშო ტემპის ვარდნის წინააღმდეგ ბრძოლას, ფიფაში მსაჯებისთვის დირექტივის მიცემის მეთოდით აპირებს, […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა ის კლუბი, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობა უნდა მიეღო, გადაწყვეტილებას ცვლის და ჯერ არ შემდგარ ტურნირს ტოვებს. “დიდი ექვსეულის” გუნდებიდან თავდაპირველად ხსენებული გადაწყვეტილება “მანჩესტერ სიტიმ” და ლონდონის “ჩელსიმ” მიიღეს, მოგვიანებით კი მათ ნაკვალევს “არსენალი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემიც” მიყვნენ. ყველა კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და სოციალური ქსელის თავ-თავიანთ გვერდებზე […]
ფიფამ დანიის მოთხოვნა უარყო | სკანდინავიელები ადამიანის უფლებების მხარდასაჭერი მაისურებით ვერ ივარჯიშებენ
დანიის ფეხბურთის ასოციაციამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ფიფამ მათი მოთხოვნა, ადამიანის უფლებების დაცვის მხარდასაჭერი მაისურებით ვარჯიშთან დაკავშირებით, უარყო. სკანდინავიელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს თავიდანვე აპროტესტებდნენ. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მუშებისთვის არასათანადო პირობები იყო. “დღეს ფიფასგან მივიღეთ შეტყობინება, რომ სავარჯიშო მაისურები, რომლებიც ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ეტარებინათ, ტექნიკური მიზეზების გამო უარყოფილია. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. […]
მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]