2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის […]
ბრწყინვალე მაკრატელა საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში | VIDEO
გიორგი ჩელებაძე: “მატჩის შემდეგ მსაჯმა ახალი წესი ამიხსნა, მასთან პრეტენზია არ მაქვს”
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქობულეთის “შუქურამ” “დინამო თბილისი” ისტორიაში პირველად დაამარცხა (1:0) და ასპარეზობას გამოთიშა. აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ეპიზოდი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა აჭარული კლუბის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან ტრადიციულად გუნდის კაპიტანი, გიორგი ჩელებაძე მივიდა, რომელმაც მართალია 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და გოლის გატანა შეძლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს წესების დარღვევით გააკეთა. […]
გიორგი ჩელებაძეს მსაჯმა უცნაურად შესრულებული პენალტით გატანილი გოლი გაუუქმა (ვიდეო)
დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. დონეცკის “შახტარის” უკანახაზელი დედაქალაქურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს. bold.dk-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. “დინამო თბილისის”, “საბურთალოს”, რუსთავის “მეტალურგის”, ფოთის “კოლხეთის”, ქობულეთის “შუქურას” და “ჩერნომორეცის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში […]
დინამოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – მოქმედმა ჩემპიონმა შუქურას მოუგო და ლიდერობა გაიმყარა
7 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო თბილისმა ელიტაში დაბრუნებულ ქობულეთის “შუქურას” – 1:0 აჯობა. შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე, უპირატესობას თბილისელები დაეუფლნენ. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და მეტოქის კარის აღებას ფლანგიდან ჩაწოდებებისა და კომბინაციური ფეხბურთის თამაშით ცდილობდნენ. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ მეორე ნომრად […]
ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]
ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ. ზოგადად […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]