დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. დონეცკის “შახტარის” უკანახაზელი დედაქალაქურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს. bold.dk-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. “დინამო თბილისის”, “საბურთალოს”, რუსთავის “მეტალურგის”, ფოთის “კოლხეთის”, ქობულეთის “შუქურას” და “ჩერნომორეცის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში […]