კვირას “თვიქენჰემზე” 16 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ, 29:30 დამარცხდა. ამის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი აცხადებს, რომ მის გუნდს რეალური პრობლემები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა “პუმების” წინააღმდეგ, საკმაოდ უდისციპლინო და შეცდომებით გაჯერებული თამაში აჩვენეს. “დიახ, იმედგაცრუებული ვარ თამაშით. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა რიგ მომენტებში ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით. დღეს ბევრჯერ დავჯარიმდით, […]