“სამშობლოში დავბრუნდი და ყველაფერი თავიდან დავიწყე” – AS-მა ლადო ჩიხრაძესთან ინტერვიუ ჩაწერა
პოპულარული ესპანური გამოცემა AS.com-ი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, ლადო ჩიხრაძის ინტერვიუს აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნების სურვილი აქვს. “საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი, რომელიც იმართება მათ ქვეყანაში, რუმინეთთან ერთად და რამაც აიძულა რამაზ სვანაძე დაასახელებინა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი, როგორც ახალი თაობის მთავარი ვარსკვლავები შემადგენლობაში. ორივე უკვე აბსოლუტური ვარსკვლავია, მაგრამ […]
18-წლიანი პაუზის შემდეგ: წყალტუბოს სამგურალი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
18-წლიანი პაუზის შემდეგ, წყალტუბოს “სამგურალი” საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში ითამაშა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილის დამკავაბელმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე გასულ საჩხერის “ჩიხურას” ორრაუნდიან დაპირისპირებაში სძლია. თბილისში, პირველ შეხვედრაში – 2:0 გამარჯვების შემდეგ, უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა შინ, 26 მაისის სახელობის სტადიონზეც, სერგო კუხიანიძის მიერ, ამ სეზონში გატანილი მეცხრე გოლით […]
2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის […]
2021 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგის კლუბები ახალი ბურთით ითამაშებენ
2021 წლის სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბები ახალი ბურთით ითამაშებენ. საქართველოს ჩემპიონატში კლუბები გერმანული სპორტული კომპანია “პუმას” მიერ დამზადებული ბურთით ითამაშებენ, რომლის დიზაინიც თეთრი, ლურჯი, შავი და წითელი ზოლებით და სამკუთხედებითაა შექმნილი. ელიგის უმთავრესი ატრიბუტის ახალი ფოტო ეროვნული ლიგის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 2021 წლის სეზონი 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო […]
6 ახალი ფეხბურთელი სამგურალში – წყალტუბოელებმა ლოკომოტივიდან და თელავიდან წასულებიც დაიმატეს
წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად აქტიურად ემზადება. საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში 2021 წლის სეზონიდან დაბრუნებულმა გუნდმა კიდევ 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. იმერულ კლუბში “თელავიდან” წამოსული ლიდერები, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე, “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე ლევან შოვნაძე, გორის “დილას” ცენტრალური […]
ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]
ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]
ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ. ზოგადად […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]