4 ახალი ჩემპიონი – სუპერკომპიუტერმა TOP 5 ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილი გამოავლინა

მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ყველა წინამორბედისგან განსხვავდება. გადატვირთული კალენდარი, ცარიელი სტადიონები, მოთამაშეები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ამის გამო მატჩები გამოტოვეს.

ყველაფერ ამისა დამსახურებით, ძალიან დაძაბული და არაპროგნოზირებადი ლიგების მომსწრენი ვართ.
საინტერესოა, როგორი დასასრული ექნება მიმდინარე სეზონს და რომელი გუნდები მოახერხებენ ტიტულის მოპოვებას, თანაც იმის ფონზე, რომ ამ მომენტისთვის, 5-დან 4 ლიგას მოქმედი ჩემპიონი არ ლიდერობს.

საფეხბურთო ობსერვატორია CIES-ის სუპერკომპიუტერის მიერ შედგენილი მონაცემებით, წამყვანი 5 ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საბოლო ცხრილი გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ინგლისს, იტალიას, საფრანგეთს და ესპანეთს ახალი ჩემპიონები ეყოლებათ, უცვლელი კი მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნი” და ბუნდესლიგა რჩება.

p1euismg1v1kr8gtd9oa61o14iib.jpg

პრემიერლიგა 

ჩემპიონი: “მანჩესტერ სიტი”

ოთხეული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, “ჩელსი”.

p1euispbbd12aqeitt41c5jtgmg.jpg

ლა ლიგა

ჩემპიონი: მადრიდის “ატლეტიკო”

ოთხეული: “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი”, “სევილია”

p1euit3g8o2ik77vtjgfjhun5k.jpg

ლიგა 1

ჩემპიონი: “ლიონი”

ოთხეული: “პსჟ”, “ლილი”, “მონაკო”

p1euit4dpm12it1ck8828i5014qnm.jpg

სერია A

ჩემპიონი: “ინტერი”

ოთხეული: “მილანი”, “იუვენტუსი”, “ნაპოლი”

p1euit5rsjfv1fpgg4nk1j18jkq.jpg

ბუნდესლიგა

ჩემპიონი: “ბაიერნი”

ოთხეული: “ლაიფციგი”, ლევერკუზენის “ბაიერი“, “ვოლფსბურგი

p1euit5gde12mqcvn1jhp1s1770lo.jpg

4 ახალი ჩემპიონი – სუპერკომპიუტერმა TOP 5 ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილი გამოავლინა

სტატიის ავტორი
-