ჰოლანდმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“დორტმუნდისა” და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა – ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ბევრისათვის გასაკვირად, ჰოლანდის რჩეულ სამეულში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა.

გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდში” ჰოლანდის დღეები დათვლილია – ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენით ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიცაა: “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”, “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი”. ნორვეგიელის ტრანსფერის შემთხვევაში, ნებისმიერ გრანდს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა ჰოლანდი ამტკიცებს, რომ მასზე გაცემული ავანსები გამართლებულია.

ESPN-თან საუბარში, ჰოლანდმა მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

“საუკეთესო სამეული მსოფლიოში – ვიტყოდი, რომ რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესოა, მას პირველ ადგილზე დავასახელებ. კარიმ ბენზემა ასევე გასაოცარი ფეხბურთელია – ლეო მესი კი წარმოუდგენლად მაგარია. ასე რომ მეორე და მესამე ადგილზე ბენზემასა და მესის დავასახელებ”, – აღნიშნა ერლინგ ჰოლანდმა.

ჰოლანდმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

სტატიის ავტორი
-