იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი და ტოტენჰემი კოუტინიოსთვის იბრძოლებენ

კოუტინიოს საგა გრძელდება. სამწუხაროდ ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის კარიერა კარგად არ ვითარდება. მას შემდეგ რაც კოუტინიომ “ბარსელონა” დატოვა და იჯარის წესით “ბაიერნში” გადავიდა, არ წყდება ხმები იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდი, ბრაზილიელში გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდის. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელს 22 თამაში აქვს ჩატარებული და გულშემატკივარს თავი 8 გოლით და 6 საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.

“მირორზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ პრემიერ ლიგის გუნდები, კოუტინიოს შეძენით არიან დაინტერესებულნი.

“იუნაიტედი”, “ჩელსი”, “არსენალი” და “ტოტენჰემი” არიან ის გუნდები, რომლებიც ბრაზილიელის შეძენის სურვილს გამოთქვამენ.

ჯერჯერობით სერიოზული ნაბიჯი არცერთ გუნდს არ გადაუდგამს, მაგრამ ფაქტი ერთია, “რეკორდმაისტერს” სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის გამოსყიდვა არ სურს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი და ტოტენჰემი კოუტინიოსთვის იბრძოლებენ

სტატიის ავტორი
-