ხესე: ,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის – არ წახვიდე რეალში! აქ უნდა დარჩე”

მადრიდის ,,რეალისა” და ,,პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხესემ, კილიან მბაპეს ,,სამეფო გუნდში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:

,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის: ,,არ წახვიდე! აქ უნდა დარჩე.” მეჩვენება, რომ კილიანი გადაწყვეტილების მიღებისას, უფრო პიროვნულ ზეწოლას გრძნობდა, ვიდრე პროფესიულს…

მან მითხრა, რომ მადრიდის ,,რეალში” გადასვლას აპირებდა,” – ხესეს სიტყვებს AS-ი ციტირებს.

მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ ,,პსჟ-სთან” ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა, ფრანგულ და ესპანურ მედიაში ფეხბურთელის ,,რეალში” გადასვლაზე მაინც ბევრი იწერება.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ხესე: ,,საფრანგეთის პრეზიდენტი მბაპეს ვერ ეტყვის – არ წახვიდე რეალში! აქ უნდა დარჩე”

სტატიის ავტორი
-