კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული

კვირას 20:30-ზე ერთმანეთს “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ იმ საუკეთესო 11 ფეხბურთელების სიას , რომლებსაც კლოპთან და გვარდიოლასთან უთამაშიათ.

მეკარე – მანუელ ნოიერი

პეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას გერმანელ კიპერს მიუნხენის “ბაიერნში” კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. ბუნდეს ნაკრების მეკარე 2014 წელს ოქროს ბურთზეც კი იყო ნომინირებული და პირველ სამ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, თუმცა იმ წელს ჯილდო პორტუგალიელ ვარსკვლავს კრისტიანო რონალდოს ერგო.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 1

მარჯვენა მცველი – დანი ალვეში

სისულელე იქნებოდა თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს არ შეიყვანდნენ ამ სიაში. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მარჯვენა მცველი, რომელიც იდეალური იყო  , როგორც დაცვაში , ასევე შეტევაში. ესპანელი მწვრთნელის ცნობილი ტაქტიკის “ტიკი-ტაკას” ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ალვეში გახლდათ. გულშემატკივარს მისი არაერთი საგოლე გადაცემა ახსოვს.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 2

ცენტრაული მცველი – ვირჯილ ვან დაიკი

მატს ჰუმელსის და კარლეს პუიოლის გულშემატკივრები უკმაყოფილო იქნებიან , მაგრამ არცერთ მათგანს არ ჰქონია ინდივიდუალურად ისეთი სეზონი , როგორიც  ჰოლანდიელს ჰქონდა კლოპის მეთაურობით.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 3

ცენტრალური მცველი – ხერარდ პიკე

პიკემ კარიერული აღმასვლა სწორედ პეპთან მუშაობის დროს დაიწყო. იმ დროისთვის ესპანელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის პოზიციაზე.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 4

მარცხენა მცველი – დავიდ ალაბა

არ არის გასაკვირი , რომ მარცხენა მცველად ავსტრიელი დასახელდა. ენდრიუ რობერტსონს ჯერ იმ სიმაღლისთვის არ მიუღწევია , რაც ალაბას ჰქონდა გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდში.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 5

საყრდენი ნახევარმცველი – სერხიო ბუსკეცი

რა თქმა უნდა შეიძლებოდა ამ პოზიციაზე სხვა უფრო შემტევი ნახევარმცველის არჩევა, მაგრამ ეს იქნებოდა უდიდესი დაუფასებლობა ესპანელის იმ ნაჩვენები თამაშის და შედეგის , რომელიც მან “ბარსელონაში” პეპის დროს აჩვენა.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 6

ცენტრალური ნახევარმცველი – ანდრეს ინიესტა

ანდრესის სათამაშო სტილი , ეფექტურობა და ესთეტიკა ისეთ დონეზე იყო ასული , რომ ახლოსაც ვერ მივლენ მასთან ისეთი ფეხბურთელები , როგორებიც არიან ბასტიან შვაინშტაიგერი , დავიდ სილვა , მარიო გიოტცე და ა.შ

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 7

ცენტრალური ნახევარმცველი – ხავი

ესპანელი დედამიწის რომელ ნაწილშიც არ უნდა დაგეყენებინათ , იქიდანაც თავისუფლად ულიდერებდა “ბარსელონას” შეტევებს.
შეუძლებელი იყო მისი ამ სიაში არ შეყვანა.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 8

შემტევი ნახევარმცველი – კევინ დე ბრუინი

ბელგიელმა სამართლიანად დაიმკვიდრა თავი სხვა ვარსკვლავებს შორის. დე ბრუინი შემოქმედებითი გენიოსია. წლების შემდეგ ამ თამაშის ფონზე მას თავისუფლად შეიყვანენ  პრემიერ ლიგის სიმბოლურ თერთმეტეულშიც.

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 9

თავდამსხმელი – ლიონელ მესი

მოდით ერთად ვიფიქროთ. ჭირდება ამ არჩევანს რაიმე გამართლება ან ახსნა??

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 10

თავდამსხმელი – რობერტ ლევანდოვსკი

თავდამსხმელი , რომელიც ორივე სპეციალისტთან თამაშობდა. პოლონელმა ჯამში ამ ორ მწვრთნელთან ასპარეზობის დროს 170 გოლის გატანა მოახერხა. ამით კი მან სერხიო აგუერო დაჩრდილა

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული 11

კლოპის და გვარდიოლას გაერთიანებული საუკეთესო თერთმეტეული

სტატიის ავტორი
-