რეალთან შეხვედრაში საუკეთესო შეფასება ბერნარდუ სილვამ დაიმსახურა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედაში “მანჩესტერ სიტიმ” რეალი 4:0 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული იყო ბერნარდუ სილვა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც სწორედ მან დაიმსახურა.

https://twitter.com/goal/status/1658943055028707331

პორტუგალიელი ორივე მხარეს საუკეთესო იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც მან დაიმსახურა. Whoscored-მა ბერნარდუს 9.04 ქულა დაუწერა. კარგი შეხვედრა ჰქონდა კევინ დებრუინსაც, რომელმაც ორი ასისტი მიითვალა და 8.32 ქულაც დაიმსახურა. საინტერესოა, რომ ბელგიელზე მაღალი შეფასება – 8.34 ქულა მიიღო მანუელ აკანჯიმ, რომელმაც მესამე გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ “სიტი” ფინალში “ინტერს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა სტამბულში 10 ივნისს არის ჩანიშნული.

რეალთან შეხვედრაში საუკეთესო შეფასება ბერნარდუ სილვამ დაიმსახურა

სტატიის ავტორი
-