“ვემბანიამასა და კოლინსთან ერთად, მამუკელაშვილი სპურსს მეტ სიღრმეს მისცემს” – CLUTCHPOINTS
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით დათანხმდა და ქართველმა ცენტრმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ავტორიტეტული საკალათბურთო ტაბლოიდი CLUTCHPOINTS-ი ვრცელ სტატიას […]
U 20 | საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრაში აზერბაიჯანი 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81-66 დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს 20 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გიორგი ნაცვლიშვილმა ულიდერა. 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება იყო გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე. დღევანდელი მოგებით კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართა თბილისში, რომლის შედეგად ის 18 მოთამაშე შეირჩა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. 4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან, ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და […]
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით […]
გოლდენ სტეიტმა ერიკ გორდონის რესპექტაბელური ალტერნატივა გაიფორმა
ერიკ გორდონის სანაცვლოდ “ფინიქსთან” გაჩაღებულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, “გოლდენ სტეიტი” იძულებული გახდა მისი ალტერნატივა მოეძებნა. “გოლდენ სტეიტმა” ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშეების ბრწყინვალე ტრიო შექმნა, მას შემდეგ, რაც 38 წლის კრის პოლი დაატრეიდა, ასევე თავისუფალი აგენტი – კორი ჯოზეფი გაიფორმა და დრეიმონდ გრინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. დრეიმონდ გრინის კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, “უორიორსის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ერიკ გორდონი […]
ახალგაზრდა კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი ტრაგიკულად დაიღუპა
16 წლის ქართველი კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი უბედური შემთხვევის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა თბილისში, წყნეთის დასახლებაში მოხდა. 16 წლის დათუნა ჟღენტი დენის დარტყმით გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. belive-ს გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.
ფიბასა და ევროლიგის გადაწყვეტილებით, ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა
ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ, რომ 2023-2024 წლების სეზონში ეროვნული ნაკრებებისა და კლუბების კალენდრები ერთმანეთს არ დაემთხვევა. ფიბას ვებგვერდის ცნობით, ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა სამომავლო გადაწყვეტილებები კალათბურთის სასიკეთოდ მიიღონ. გასულ წლებში ევროლიგის შეხვედრები სანაკრებო მატჩებს ხშირად ემთხვეოდა, რის გამოც ეროვნულ გუნდში თამაშს ბევრი კალათბურთელი ვერ ახერხებდა. ევროლიგის ახალი სეზონი 3 ოქტომბერს […]
გრეგ პოპოვიჩმა სან ანტონიოსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
გრეგ პოპოვიჩი ,,სან ანტონიო სპურსის” მწვრთნელი კიდევ 5 წლის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას ტეხასური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 74 წლის სპეციალისტმა ,,სპურსთან” ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ადრიან ვოინაროვსკი წერს, პოპოვიჩი ამ დროის განმავლობაში 80 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რაც მონტი […]
ავტორიტეტული მედია საშუალება Overtime Europe სოციალურ ქსელში, 15 წლის ქართველი კალათბურთელის – ლუკა ტაბაღუას შესახებ ვიდეოს აქვეყნებს. Tiktok არხზე ვიდეო შემდეგი აღწერით განთავსდა: “რა არის საუკეთესო მეტსახელი კალათბურთში? ეს ბიჭი: მისტერ ოთხმაგი დუბლი. 15 წლის ლუკა ტაბაღუამ U16 ფინალებში გაიბრწყინა“. @overtimeeur Better look out for Georgia 🇬🇪 @Lukaaat1 @Axel Bouchant #basketball #europe #georgia #fyp #viral […]
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, კალათბურთის მსოფლიო თასი ჩამოიტანეს. საქართველოს საკალათბურთ ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო თასზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. მსოფლიო თასი პირველად საქართველოს ბანკის შენობაში დადგეს, შემდეგ კი მან არაერთი ისტორიული ადგილი მოიარა. თასის შემდეგი გაჩერება საქართველოს ულამაზესი ოპერისა და ბალეტის თეატრში იყო, რომელიც 1851 წელს დაარსდა. მისმა მდიდრულმა ინტერიერმა იგი ქართველების საყვარელ ადგილად და თბილისის კულტურული […]
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ-ს მეტოქე ცნობილია
5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი […]
მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ემზადებიან – ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კი მსოფლიო ტიტულის დასაცავად ემზადებიან. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – სერჯიო სკარიოლომ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანეთის ნაკრებს დიდხნიანი პაუზისა და ტრავმის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი – […]