პსჟ იულიან ნაგელსმანს მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილავს
მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნმა” იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, არ წყდებოდა ჭორები, რომ გერმანელი სპეციალისტი “ჩელსიში” დაინიშნებოდა. სპორტულ მედიაში ისიც ვრცელდებოდა, რომ 35 წლის მწვრთნელი ლონდონელებისთვის მთავარი სამიზნე იყო. თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო. მრავალეტაპიანმა მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა. რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელი სპეციალისტის მიმართ “ნაპოლი” […]
ვინ შეცვლის გალტიეს? ფრანგულ მედიაში მთავარი კანდიდატი სახელდება
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტოფერ გალტიეს შეცვლის მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასა და სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. როგორც L’Equipe წერს, გერმანელის სამწვრთნელო შტაბში ტიერი ანრიც იმუშავებს. ,,პსჟ-ში”, ასევე, ჟოზე მოურინიოსა და ლუის ენრიკეს კანდიდატურებსაც განიხილავენ. გალტიემ, რომელიც დიდი ალბათობით ,,პარი სენ ჟერმენს” დატოვებს, გუნდი გასულ […]
,,პარი სენ ჟერმენის” შემტევი, ნეიმარი სოციალურ ქსელში ლეო მესის დაემშვიდობა, რომელმაც გუშინ პარიზული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა: ,,ძმაო, ისე არ გამოვიდა, როგორც გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ. შენთან ერთად კიდევ 2 წლის გატარება სასიამოვნო იყო. წარმატებებს გისურვებ ახალ ეტაპზე და ბედნიერი იყავი. მიყვარხარ!” – წერს ბრაზილიელი სოციალურ ქსელში. 2022-2023 წლების სეზონში მესიმ ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ […]
ანრი: ,,მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატი 16 გოლით და 16 ასისტით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, ,,პარი სენ ჟერმენის” ქომაგების მხრიდან ლეო მესის მიმართ სტვენას გამოეხმაურა: ,,პსჟ-ს ფანების არ მესმის. ლიგა 1-ის მოგებით მესი ამ გუნდის ისტორიაში შევიდა, მისი თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო. მგონი, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის სეზონი 16 გოლით და 16 პასით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს… ობიექტური ვერ ვიქნები, […]
პსჟ კლერმონთან რამოსის გოლით დაწინაურდა | VIDEO
მესი პსჟ-ს დაემშვიდობა
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ დაადასტურა, რომ პარიზული გუნდის დატოვებას აპირებს: ,,ბედნიერი ვარ, რომ ,,პსჟ-ში” თამაშის საშუალება მომეცა. ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის სასიამოვნო იყო. მინდა, კლუბს საოცარი გამოცდილებისთვის მადლობა გადავუხადო,” – მესის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს. მესი ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას დღეს, ,,კლერმონის” წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი […]
პარი სენ ჟერმენმა გალტიეს გათავისუფლება გადაწყვიტა
,,კლერმონთან” დღევანდელი მატჩის შემედგ, ,,პსჟ” მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს გაათავისუფლებს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. გალტიემ ,,პარი სენ ჟერმენი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 56 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით დედაქალაქურმა კლუბმა საფრანგეთის ლიგა 1 და სუპერთასი მოიგო.
“ხვალ პსჟ-ს დავემშვიდობები” – სერხიო რამოსი პარიზულ კლუბს ტოვებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა გადაწყვიტა, რომ “პსჟ-ს” დაემშვიდობოს. ესპანელი მცველი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე რამოსმა თავად განაცხადა უარი. “ხვალ ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს დავემშვიდობები და დავემშვიდობები “პსჟ-საც.” – განაცხადა სერხიო რამოსმა. შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” სერხიო რამოსი 2021 წლის ზაფხულში “რეალიდან” დაიმატა. მიმდინარე […]
ესპანეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის შემტევმა – მარკო ასენსიომ, მადრიდული კლუბი 9-წლიანი კარიერის შემდეგ ოფიციალურად დატოვა და ახალი სეზონიდან მას ახალ კლუბში ვიხილავთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა მარკო ასენსიო, თუმცა ესპანურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ესპანელი “პსჟ”-ს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერი 99%-ით განხორციელებულია. მალიორკელი გარემარბი ფრანგულ გრანდთან 4 ან 5-წლიან […]
პეპ გვარდიოლასა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასა და ნეიმარს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. ფრანგული გამოცემის თანახმად, ესპანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ შემტევს ჰკითხა აპირებს თუ არა სეზონის ბოლოს ლიგა 1-ის დატოვებას. L’Equipe -ის მიხედვით, ფრანგული მხარე უკმაყოფილოა, რომ ბრაზილიელმა შემტევმა სეზონის ბოლო შეხვედრა გამოტოვა. მათი თქმით, ეს ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ ნეიმარი […]
რამდენიმე დღის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის” მეკარე, სერხიო რიკო ცხენით ჯირითის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია 29 წლის ესპანელი მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ მისი მდგომაროება დამძიმდა და კრიტიკულია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ესპანელი მეკარის მეუღლე – ალბა სილვა გამოეხმაურა. View this post on […]
სერხიო რიკო ცხენიდან გადმოვარდა და რეანიმაციაშია
,,პარი სენ ჟერმენის” მეკარე, სერხიო რიკო ცხენით ჯირითის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ინფორმაცია პარიზულმა გუნდმა დაადასტურა. ,,ძალა და სწრაფი გამოჯანმრთელება სერხიო რიკოს,” – წერს სოციალურ ქსელში მეკარის ყოფილი კლუბი ,,სევილია”. Sky Sports-ის ცნობით, ცხენს, რომელზეც რიკო იჯდა, სხვა ცხენი შეეჯახა. მეკარეს თავის დაზიანება აქვს და მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმეა.