ჩემპიონთა ლიგის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება. Transfermarkt-მა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ბინადარი 32 კლუბის შემადგენლობის სრული ღირებულება გამოაქვეყნა.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში, შემადგენლობის მხრივ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი “ფერენცვაროში” აღმოჩნდა. უნგრული კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულება £21.83 მილიონს შეადგენს. ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეულში ინგლისური და ესპანური გრანდები ჭარბობენ – გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი მხოლოდ 1 გრანდით არიან წარმოდგენილი.

შემადგენლობის ღირებულების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი

10. “იუვენტუსი” – £621.18

9. “ატლეტიკო” – £661.95

8. “მანჩესტერ იუნაიტედი” – £719.87

7. “ჩელსი” – £755.01

6. “რეალი” – £769.50

5. “პარი სენ-ჟერმენი” – £772.88

4. “ბაიერნი” – £787.19

3. “ბარსელონა” – £790.65

2. “მანჩესტერ სიტი” – £971.64

1. “ლივერპული” – £972.63

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის მხრივ ყველაზე ძვირადღირებულ “ლივერპულსა” და მეორეადგილოსან “მანჩესტერ სიტის” შორის სხვაობა არასრულ £1 მილიონს შეადგენს. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორი “ბაიერნი” მე-4 პოზიციას დასჯერდა.

ჩემპიონთა ლიგის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი

სტატიის ავტორი
-