ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით

ვებგვერდმა, Goal.com-მა, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

ტოპ ათეულში პირველ ადგილს პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი, ,,მანჩესტერ სიტი” იკავებს, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჯერჯერობით არ მოუგია.

მეორე ადგილზე ლიგის რეკორდსმენი – მადრიდის ,,რეალია”, მესამეზე კი – ,,პარი სენ ჟერმენი”.

ხუთეულში, ასევე, მიუნხენის ,,ბაიერნი” და კატალონიის ,,ბარსელონაც” მოხვდნენ.

ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით:

  1. მანჩესტერ სიტი
  2. რეალი
  3. პსჟ
  4. ბაიერნი
  5. ბარსელონა
  6. ლივერპული
  7. ატლეტიკო
  8. ტოტენჰემი
  9. ჩელსი
  10. დორტმუნდი

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით

სტატიის ავტორი
-